სეუ-ის ეთიკის საბჭომ სტუდენტი ფეისბუქ პოსტის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ სტუდენტი, თამარ ლომიძე, ფეისბუქ პოსტის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხა.

სტუდენტი თანაკურსელს გამოექომაგა და უნივერსიტეტს მოუწოდა პატივი ეცა სტუდენტების აზრისთვის. როგორც თავად ამბობს, ამ პოსტის გამო მას რექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა, სხვა უნივერსიტეტში მობილობა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი უნივერსიტეტიდან გაირიცხა.

როგორც რესპონდენტი გვიყვება, სტუდენტების აზრის კონტროლი, განსხვავებული მოსაზრების გამო შანტაჟი და მუქარა, უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან ჩვეული პრაქტიკაა.

სტუდენტი განათლების სამინისტროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ბრალდებებზე “მაუწყებელს” სეუ-ში არ უპასუხეს.

გაზიარება